„Nima Group“ სთავაზობს ბეტონის ტრანსპორტირებას სრულად ორგანიზებულ და მაღალსტანდარტულ სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ, უსაფრთხო მიწოდებას.
მიწოდების პროცესი ხორციელდება მკაცრი ტექნიკური რეგლამენტებისა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დაცვით, რაც უზრუნველყოფს ბეტონის სტრუქტურის, სიმტკიცისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შენარჩუნებას ტრანსპორტირების ეტაპზე.
კომპანია იყენებს თანამედროვე ლოჯისტიკურ სისტემას და გამართულ ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებებს, რაც უზრუნველყოფს ბეტონის დროულ მიწოდებას განსაზღვნილ დროში და ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე.
გადამზიდავთა მუშაობა კონტროლდება შესაბამისი მონიტორინგის სისტემებით, რაც ამცირებს შეფერხების რისკს და უზრუნველყოფს პროცესის ოპერაციულ გამჭვირვალობას.
„Nima Group“-ის ბლოკები დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ნედლეულისგან და გამოირჩევა გამძლეობით, საიმედოობით, ხანძარმედეგობით, ხარჯეფექტურობით, ზუსტი გეომეტრიითა და მაღალი ტვირთამტანობით.
„Nima Group“-ის მიერ წარმოებული ბლოკების გამოყენება შესაძლებელია მზიდი კედლების, შიდა ტიხრების, ღობეების და საყრდენი კედლების, საძირკვლებისა და სარდაფების ასაშენებლად ნეისმიერი ტიპის სამშენებლო პროექტისთვის — საცხოვრებელი, კომერციული თუ ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტებისთვის.
| ბეტონის კლასები | |
|---|---|
| ბ15 კლასის ბეტონი | გამოიყენება დაბალი დატვირთვის მქონე კონსტრუქციებისთვის როგორიცაა მცირე ობიექტების საძირკველი. |
| ბ20 კლასის ბეტონი | შუალედური დატვირთვისთვის, გამოიყენება საცხოვრებელ და კომერციული ტიპის მშენებლობაში. |
| ბ22.5 კლასის ბეტონი | უფრო მძიმედ დატვირთული კონსტრუქციებისთვის, როგორიცაა დიდი საცხოვრებელი შენობები და ხიდები. |
| ბ25 კლასის ბეტონი | გამოიყენება მრავალსართულიანი კორპუსების, ხიდებისა და დიდი ობიექტებისთვის. |
| ბ30 კლასის ბეტონი | გამოიყენება მძიმე დატვირთვის სამრეწველო მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაში. |
| ბ30W8 კლასის ბეტონი | გამოიყენება მძიმე დატვირთვის სამრეწველო მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაში. |
| მცირე ზომის ბლოკები | |
| M50 კლასის ბეტონი | იდეალურია საძირკვლისა და დამხმარე კონსტრუქციებისთვის. გამოიყენება საშუალო დატვირთვის შემთხვევაში. |
| M75 კლასის ბეტონი | დაბალი საექსპლუატაციო მოთხოვნების მქონე ფართებში მსუბუქი კონსტრუქციების, ტიხრებისა და მზიდი კედლებისთვის. |
| M100 კლასის ბეტონი | შეესაბამება მაღალი მექანიკური დატვირთვის მქონე კონსტრუქციებს, როგორიცაა მრავალსართულიანი შენობების საძირკველი და კედლები. |
| მცირე ზომის ბლოკები | |
| 10x20x40 სმ | მცირე კონსტრუქციებისა და ტიხრებისთვის მცირესართულიან მშენებლობაში. |
| 15x20x40 სმ | უნივერსალური ბლოკები სტანდარტული შენობებისთვის (სახლები და კომერციული ობიექტები). |
| 20x20x40 სმ | მაღალი სიმტკიცის ნაგებობებისთვის, როგორიცაა კედლები და სვეტები. |
| 30x20x40 სმ | მძიმე კონსტრუქციებისთვის, როგორიცაა დიდი შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. |